saqarTvelos uReltexilebi - vaciwveris uReltexili
კოორდინატები | 42°52`00` ჩ. გ. 43°19`00` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2910 მ |
ქედი | ლეჩხუმის ქედი |
უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2910 მ. ვაციწვერის მიდამოები აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. საცალფეხო გზით აკავშირებს მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის ზემო დინებათა ხეობებს.